ციფრული მმართველობის სააგენტომ პარტნიორ უწყებებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
მემორანდუმის ფარგლებში, ციფრული მმართველობის სააგენტო პარტნიორ უწყებებთან ერთად აქტიურად ჩაერთვება კიბერუსაფრთხოებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებსა და საინფორმაციო კამპანიებში.
მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა, მათ ხელთ არსებული რესურსისა და კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ ახალგაზრდული ცენტრებისა და სივრცეების შესაძლებლობების გაძლიერებას. უწყებები სხვადასხვა აქტივობებს საპილოტე მუნიციპალიტეტებში შერჩეულ ახალგაზრდულ ცენტრებში განახორციელებენ და სახელმწიფო სერვისების შესახებ სამიზნე აუდიტორიას მათთვის საინტერესო და აქტუალურ ინფორმაციას მიაწვდიან.
პროექტი განხორციელდება 12 საპილოტე მუნიციპალიტეტში: ფოთი, ადიგენი, ზესტაფონი, ქუთაისი, ხელვაჩაური, დუშეთი, ახმეტა, ხაშური, ზუგდიდი, ლანჩხუთი, ოზურგეთი, რუსთავი. პროექტის მიმდინარეობისას, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, შესაძლოა სხვა ახალგაზრდული ცენტრებიც დაემატოს.
მემორანდუმის ხელმომწერები არიან: სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტო, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო.