Loading data...
თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. 

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.

საპატრიარქოს და სამინისტროს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფის წევრების მიერ ერთობლივად დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. პატრიარქის კურთხევით, უახლოეს ხანში ჯგუფის მუშაობის გეგმა განიხილება.

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, რესტავრაციისა და ხელოვნების საბჭოს ხელმძღვანელი, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ კულტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ ცერცვაძე და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხეიძე.