დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინის ომი დასასრულს უახლოვდება - შესაბამისი შეთანხმება მალე გაფორმდება
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასასრულს უახლოვდება - შესაბამისი შეთანხმება მალე გაფორმდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.
თეთრი სახლის უფროსმა აღნიშნა, რომ მანამდე არასდროს უსაუბრია რუსეთ-უკრაინის ომის გარდაუვალ დასრულებაზე. თუმცა, მისი თქმით, ახლა ამის თქმა შეუძლია.
„ვფიქრობ, ამ საკითხზე შეთანხმების მიღწევასთან ძალიან ახლოს ვართ და ეს აქამდე არ მითქვამს. თავიდან ეს არ მითქვამს. როგორც იცით, ორ ლიდერს შორის უზარმაზარი მტრობა იყო, მაგრამ, ვფიქრობ, ამ კონფლიქტის მოგვარების ძალიან კარგი შანსი გვაქვს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპმა მიანიშნა, რომ მხარეებმა მნიშვნელოვან სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, დეკემბერში G20-ის სამიტზე მიაღწიონ.
ტრამპმა ეს განცხადება იმ ცნობების ფონზე გააკეთა, რომელთა თანახმადაც, რუსეთმა და უკრაინამ შესაძლოა, შეთანხმებას ხელი სწორედ ამ პოლიტიკური ღონისძიების ფარგლებში მოაწერონ, რომელიც დორალში, ტრამპის რეზიდენციაში გაიმართება.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ირანთან სამშვიდობო შეთანხმება სამმხრივი მოლაპარაკებების პროცესის ნაწილი შეიძლება გახდეს.
„დიახ, ჩვენ ბევრ შეთანხმებაზე ვმუშაობთ, ძალიან ბევრ შეთანხმებაზე“, - აღნიშნა ტრამპმა.
PEACE ON EARTH by Christmas 🎄 Trump signals we will see a MAJOR Peace Deal at the G20 in December. There are rumors Russia and Ukraine could sign an agreement at the G20 summit in December at the Trump's Doral property — and may include Iran. "I think we're getting close to reaching a deal there. I have not been saying that. I can say that now.” The President is also hopeful that peace with Iran may be part of the triangulated Deal making process. “Yes. We are working out a lot of deals. A lot of deals.” If Trump negotiates both of these successfully, just give him the Nobel Peace Prize.
— Benny Johnson (@bennyjohnson) October 31, 2026