თინათინ ნიბლოშვილმა სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, 190-ე საჯარო სკოლას ესტუმრა.
თინათინ ნიბლოშვილმა მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით, განათლება ქვეყნის მომავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია.
მისივე განცხადებით, ხელისუფლება მუდმივად ზრუნავს როგორც სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, ასევე ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ხარისხიანი განათლება და სრულფასოვნად განვითარდნენ.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა სკოლაში თავი იგრძნონ უსაფრთხოდ, კომფორტულად და მოტივირებულად. სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულად მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რადგან ეს არის დაუვიწყარი დღე მათ ცხოვრებაში. მინდა ვუსურვო, რომ მათი ცხოვრების ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზის დასაწყისი სავსე იყოს ცოდნის სიყვარულით და წარმატებებით“ – განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.