1767982072
საზოგადოება
თემურ მღებრიშვილი: ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინ არის
სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
„ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით, 5 წუთში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა დაახლოებით, 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია. დაშავებული არავინ არ არის, დამწვარია სარესტორნო ფართის დაახლოებით, 300 კვადრატული მეტრი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა.