1761205752
საზოგადოება
თელავში სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა

თელავის მუნიციპალიტეტში სოკოთი მოწამვლის შედეგად 60 წლამდე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია „მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს“.
როგორც მედია წერს, პაციენტი მძიმე ინტოქსიკაციით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სტაბილურად მძიმეა გარდაცვლილის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის მკურნალობის კურსს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.
ბოლო ათი დღის განმავლობაში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სოკოთი მოწამვლის ვარაუდით დაახლოებით 20 მოქალაქე მოათავსეს. მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ განსაკუთრებით საშიშია საკვებად უცნობი სახეობის სოკოს გამოყენება.