Loading data...
აშშ-მა რუსულ Rosneft-სა და Lukoil-ს სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციას ახალ სანქციებს უწესებს. ისინი რუსულ კომპანიებს „როსნეფტსა“ და „ლუკოილს“ შეეხება, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც მედია წერს, აშშ-მა მოუწოდა მოსკოვს, დაუყოვნებლივ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას.

„ახლა დროა, შევაჩეროთ მკვლელობები და დაუყოვნებლივ გამოვაცხადოთ ცეცხლის შეწყვეტა. პრეზიდენტ პუტინის მიერ ამ უაზრო ომის დასრულებაზე უარის თქმის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტრო სანქციებს უწესებს რუსეთის ორ უდიდეს ნავთობკომპანიას, რომლებიც აფინანსებენ კრემლის საომარ მანქანას. ფინანსთა სამინისტრო მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ზომები მიიღოს პრეზიდენტ ტრამპის მცდელობების მხარდასაჭერად კიდევ ერთი ომის დასრულების მიზნით. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მოკავშირეებს, შემოგვიერთდნენ ამ სანქციების დაცვაში“, - განაცხადა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესანტმა.