თელავში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ გაიმართა
თელავში ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია - „ერეკლე მეორის ბიოგრაფიული შტრიხები: ნარატივი და ისტორიული რეალობა“ გაიმართა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კონფერენციას კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით ახალი ისტორიული ფაქტების გაცნობა.
საზოგადოების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ისტორიკოსები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევრები და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები.
კონფერენციაზე მიღებულ იქნა სამეცნიერო რეზოლუცია ერეკლე II-ის დაბადების თარიღის დადგენასთან დაკავშირებით. რეზოლუციას ხელი მოაწერეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზაზა აბაშიძემ.