Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6874 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6883 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1636 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1684 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0594 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 8 მაისს შევა ძალაში.