Loading data...
თბილისში, დადიანის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში იატაკი ჩაინგრა - მაშველებმა შენობიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს

თბილისში, დადიანის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე იატაკი ჩაინგრა.

როგორც Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შენობიდან ორი პირი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლი, რომლის იატაკიც ჩაინგრა, მიტოვებული იყო.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.