თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა ტრენინგი „ვალდებულებითი სამართალი“ გაიარეს
თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიისსამდივნოს თანამშრომლებმა ტრენინგი „ვალდებულებითი სამართალი“ გაიარეს, რომელსაც სამართლის დოქტორი დიანა ბერეკაშვილი უძღვებოდა.
კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სავარჯიშოებს, სასამართლო პრაქტიკისა და სხვადასხვა სამართლებრივი კაზუსის განხილვას.
ტრენინგის ძირითადი თემატიკა სახელშეკრულებო სამართალს და მასთან დაკავშირებული საკითხების სრულ ანალიზს მოიცავდა, როგორებიცაა: ხელშეკრულების დადება; ხელშეკრულების შინაარსი, ხელშეკრულების შინაარსის განმარტება ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპით; ცვლილება ხელშეკრულებაში და მისი მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი.
აგრეთვე ხელშეკრულების დადებისას ინფორმაციის მიღების უფლება, ინფორმირების და განმარტების ვალდებულება და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს პრაქტიკა; ევროკავშირის დირექტივა უსამართლო სახელშეკრულებო პირობების შესახებ და ა.შ. ტრენინგზე ასევე განხილულ იქნა სახელშეკრულებო სამართლის ფორმები და პირობები.
სატრენინგო პროგრამის დასასრულს სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ: იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი დგებუაძე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი გვანცა ვარამაშვილი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ბექა დავითულიანი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე, სარევიზიო კომისიის წევრი ცოტნე ჩიქვინიძე, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ცინცაძე.
ღონისძიების ფარგლებში უწყების წარმომადგენლებმა ისაუბრეს საჯარო სექტორის უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობასა და მის შედეგზე სახელმწიფოს სერვისების სრულყოფაში.