1782911257
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6431 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6444 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0123 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0141 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0566 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 ივლისს შევა ძალაში.