1773811403
საზოგადოება
თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია
გლოვის დღეებთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.