Loading data...
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 8 ნოემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 8 ნოემბერს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. 

კომპანია თელასის განცხადებით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ ქუჩებს:

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩარგლის და გუდამაყრის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის და ქერჩის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სააკაძის მოედნის, 26 მაისის მოედნის, ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის, გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), გოძიაშვილის, თოფურიძის, გაბაშვილის, ემხვარის, პეტრიწის, სარაჯიშვილის, მაჭავარიანის, თოფურიას, ფარჯიანის, საბურთალოს, გამრეკელის, იყალთოს, ცინცაძის, ბახტრიონის, კუტუზოვის, ხვიჩიას, კოსტავას (ნაწილობრივ), გიორგი სააკაძის, იოსებიძის, არჩილ სულაკაურის, ჭაბუკიანის, მიცკევიჩის, დავით გამრეკელის, გურამ ქუთათელაძის, ირაკლი გამრეკელის, ცაგარელის, წინაუბნის, ქარელის, ალექსანდრე ბასილაიას, ზურაბ ქაფიანიძის, ტუსკიას, ბაკურციხის, გურამ ბზვანელის, ნატახტარის, ფანასკერტელი-ციციშვილის, ანდღულაძის, ტეხურის, ლიხაურის და ნოდარ ანდღულაძის ქუჩების მოსახლეობას.