Loading data...
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.

საზეიმო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

სვეტიცხოვლობის დღესასწაულსა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წირვას სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღავლენს.