Loading data...
თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ესპანეთში ხელოვნური ინტელექტის მესამე სამიტს (REAIM) დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ესპანეთის სამეფოში, ქალაქ ლა-კორუნიაში სამხედრო სფეროში პასუხისმგებლიანი ხელოვნური ინტელექტის მესამე სამიტს (REAIM) დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

პაატა პატიაშვილი სამიტში ესპანეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის მარგარიტა რობლესისა და საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრის ხოსე მანუელ ალბარესის მოწვევით მონაწილეობდა.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე უსაფრთხოების გარემოში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობასა და მისი გამოყენებისას, პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე.

ლა-კორუნიას სამიტი წარმოადგენს გლობალურ პლატფორმას, სადაც სახელმწიფო, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სამხედრო სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ერთმანეთს საკუთარ ხედვებს უზიარებენ.

ლა-კორუნიას სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა ესპანელ კოლეგას, ადმირალ ხუან ფრანსისკო მარტინეს ნუნიესს.

კოლეგებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.