Loading data...
ტარიელ ხარხელაური: ერთხელ პატრიარქი უძლურად მეჩვენა და ცრემლები ჩამომცვივდა, მან დამადო ხელი და მითხრა, ნუ ტირი ტარიელ, სანამ საქართველო არ გამთლიანდება, მე არ მოვკვდები

„ერთხელ შევედი საპატრიარქოში და პატრიარქი ცოტა უძლურად მეჩვენა. ცრემლები ჩამომცვივდა, სენსიტიური ბუნების არ ვარ, მაგრამ მაინც ჩამომცვივდა ცრემლები. პატრიარქმა დამადო ხელი და მითხრა, ნუ ტირი ტარიელ, სანამ საქართველო არ გამთლიანდება, მე არ მოვკვდები, - ამის შესახებ პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა განაცხადა. 

„გული მწყდება, რომ პატრიარქმა ეს ვერ შეგვისრულა, დიდხანს უნდა ეცოცხლა, ეს გვჭირდებოდა. მაგრამ ახლა უფრო მყარად აგრძელებს პატრიარქი ჩვენზე ლოცვას, იქ ილოცებს, აქ ჩვენ გაგვამხნევებს და საქართველოს ეშველება“, - აღნიშნა ხარხელაურმა.