Loading data...
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7264 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 19 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7264 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7189 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1283 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1376 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0615 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 20 მარტს შევა ძალაში.