Loading data...
თამარ ზოდელავა: ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად

„საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა. მაქსიმალურად ყველა უწყების ჩართულობით, ჩვენ ამ პროცესს დავასრულებთ და ბოლომდე მივიყვანთ“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ, მართლაც, მრავალი ათასი მოქალაქის საკუთრების უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად გამოინახა პრობლემის გადაჭრის გზები. ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს სახელმწიფო ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად ერთობლივად. ბუნებრივია, ეს არის მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც რუსთავის მოსახლეობას აწუხებდა. დღეს მათ უკვე ვთავაზობთ ამ პრობლემის გადაჭრის გზას და ბოლომდე, მაქსიმალურად ყველა უწყების ჩართულობით, ამ პროცესს დავასრულებთ. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და თუ დოკუმენტურად ყველაფერი დადასტურდება, დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა მათგანი გახდება მესაკუთრე. საკუთრების უფლების დაცულობა მოქალაქეთათვის უმნიშვნელოვანესი უფლებაა“, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ.