1721203608
საზოგადოება
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

15 ივლისიდან ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა.
93 ქვეყნის მოქალაქეები 60 დღის განმავლობაში ტაილანდში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებიც.
ტაილანდის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ტრაისული ტრაისორანაკულის განცხადებით, სავიზო პოლიტიკის განახლება მეტი უცხოელი ვიზიტორის მოსაზიდად არის მიმართული.