1763812916
საზოგადოება
სუსის უფროსის მოადგილემ, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა და პირადმა შემადგენლობამ ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
ივანე გოლაშვილის გმირულად დაღუპვიდან 8 წელი გავიდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან ხარაბაძემ, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის დირექტორმა ზურაბ ცისკარიშვილმა და პირადმა შემადგენლობამ დაღუპული სპეცრაზმელის ხსოვნას პატივი მიაგეს, ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს.
მუხათგვერდის სასაფლაოზე დაღუპული გმირის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის მებრძოლი თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 2017 წლის 21-22 ნოემბერს ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების მიმართ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.
ივანე გოლაშვილი დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით - „მამაცობისთვის“.