Loading data...
სუსი: ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა“ და „ჯიდიესის“ მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტელეკომპანია „იმედის“ და ჰოლდინგში შემავალი არხების მაუწყებლობის გათიშვა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. აღნიშნულთან დაკავშირებით სუსი განცხადებას ავრცელებს. 

„ტელეკომპანია „იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - „მაესტროსა” და „ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში გაითიშა.გამოძიების მასალების მიხედვით დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება. შესაბამისად, ანალოგიური საბოლოო საექსპერტო დასკვნის მიღების შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.