Loading data...
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7095 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7095 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7108 არი იყო.

გამყარდა ევრო, რომლის კურსი 3.1582 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1508 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0647 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 ოქტომბერს შევა ძალაში.