სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თერჯოლაში გოჭების არალეგალური სასაკლაო გამოავლინა.
სააგენტოს ცნობით, გამოვლენილი შეუსაბამობების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
„იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, თერჯოლაში ინდივიდუალური მეწარმის რ. ქ.-ის (მისამართი: თერჯოლა, სოფელი ახალთერჯოლა) გოჭების სასაკლაო შეამოწმეს, სადაც კრიტიკული შეუსაბამობები დაფიქსირდა. ამავე დროს, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით და არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე“, - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.