Loading data...
ბაიკალის ტბაზე ტურისტული ნავი ამობრუნდა, არიან დაღუპულები

სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა ბაიკალის ტბაზე ტურისტული გემის ამოტრიალების შედეგად. ამის შესახებ „მედუზა“ იუწყება.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში აცხადებენ, რომ 4 ადამიანს მაშველები ეძებენ. ავარიის მომენტში გემს 14 მგზავრი გადაჰყავდა. კატარღა ნაპირიდან 30 მ-ში, კუს კლდის მიდამოებში ამობრუნდა.

მაშველებმა 10 ადამიანი გადაარჩინეს. მათ ჰიპოთერმია აღენიშნებათ. ერთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

წინასწარი ინფორმაციით, ნავი მგზავრების რაოდენობის გადაჭარბების გამო ამობრუნდა. „ხივუსის“ ტიპის კატარღა 10 ადამიანზეა გათვლილი.