Loading data...
სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკო

პოლიციელის დღესთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგო და სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკო. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები და სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ პოლიციელების ხსოვნას, რომლებმაც სამშობლოსა და საზოგადოების სამსახურს საკუთარი სიცოცხლე შესწირეს.