Loading data...
სულხან თამაზაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, დათა კობალაძესთან ერთად, ახალგაზრდებს შეხვდა

პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ხელმძღვანელი სულხან თამაზაშვილი, პარტიის ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, დათა კობალაძესთან ერთად, ბოტანიკურ ბაღში ახალგაზრდებს შეხვდა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს. 

მათივე ცნობით, შეხვედრა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივით გაიმართა. აღნიშნული ფორმატის არაფორმალური შეხვედრები ახალგაზრდებთან კომუნიკაციის გაღრმავებას, ინიციატივებისა და იდეების გაცვლას ემსახურება.

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა საგანმანათლებლო ხასიათის ლექცია, რომელიც ბოტანიკური ბაღის ისტორიასა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას მიეძღვნა. ბაღი ერთ-ერთ გამორჩეულ და ტურისტულად მიმზიდველ ობიექტს წარმოადგენს რეგიონში.

მსგავსი ფორმატის შეხვედრები მოტივაციას აძლევს ახალგაზრდებს ჩაერთონ რეგიონის განვითარების პროცესებში.