Loading data...
„სტარბაქსი“: გამარჯობა, საქართველო! აღფრთოვანებულები ვართ, რომ მალე ყავის კულტურის გაზიარების ჩვენს მოგზაურობაში ახალ საინტერესო თავს გავხსნით

ამერიკული ყავის კომპანია „სტარბაქსი“ საქართველოს ბაზარზე შემოსვლას ეხმაურება.

„გამარჯობა, საქართველო!

აღფრთოვანებულები ვართ, რომ მალე ყავის კულტურის გაზიარების ჩვენს მოგზაურობაში ახალ საინტერესო თავს გავხსნით.

 Alshaya Group Avrasya-ს ფარგლებში ჩვენს მზარდ ოჯახს საქართველო შემოუერთდა. ვამაყობთ, რომ ჩვენს „მესამე ადგილის“ გამოცდილებას ახალ საზოგადოებას ვთავაზობთ და მთელ რეგიონში ერთიანობას, კავშირსა და ადგილობრივ კულტურას აღვნიშნავთ.

კეთილი იყოს შენი მობრძანება ოჯახში, საქართველო!“, - წერს კომპანია. 

„სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის - როგორც „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს“-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.

„სტარბაქს“-ის პირველი ობიექტი 2026 წლის ზაფხულში თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, Axis Towers-ში გაიხსნება, ხოლო მომდევნო თვეებში ქსელის გაფართოება თბილისის გარდა, საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.