სპორტის მინისტრმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ შინდისში პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პატივი მიაგო 2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
სპორტის მინისტრი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაღუპული გმირების სულის მოსახსენებელ პანაშვიდს დაესწრო.
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ სასულიერო პირებთან ერთად გადაიხადა.
2008 წლის 11 აგვისტოს შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული საქართველოს თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურის ხსოვნის უკვდავსაყოფად ამავე რაოდენობის ფიგურებით პორტრეტული ძეგლის კომპოზიცია შეიქმნა.
მემორიალი შინდისის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე აღიმართა.
მონუმენტი, რომელიც მოქანდაკე ნუგზარ ჭავჭავაძის მიერ არის შექმნილი, ბრინჯაოში ჩამოსხმული 17 ქანდაკებისგან შედგება.