სოზარ სუბარი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფ ახალგაზრდებს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელშიც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ, საუბარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ცხოვრებასა და მოღვაწეობას შეეხო. ხაზი გაესვა მის როლს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და განვითარებაში, სულიერების გაძლიერებასა და ერის გაერთიანებაში.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ახალგაზრდებთან გლობალურ პოლიტიკაზე, რუსეთ-უკრაინის ომსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების სწორი კურსი კიდევ ერთხელ გახდა აშკარა.
შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.