სოფელ ერისიმედში სადრენაჟე არხების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში სასოფლო-სამეურნეო ფართობებიდან და საკარმიდამო ნაკვეთებიდან ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოებს ახორციელებს.
ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან არხის, დაახლოებით 1-კლომეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა, მოეწყო საექსპლუატაციო გზა, არხზე გაკეთდა გადასასვლელი. ამ დროისთვის მიმდინარეობს ტოპო-გეოდეზიური გადაღება, რის შემდეგაც შეირჩევა ადგილები, სადაც მოეწყობა დამატებითი დამბები და გაიჭრება ახალი სადრენაჟე კოლექტორები.
სამუშაოების სრულად განხორციელების შედეგად, აღნიშნული ფართობების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს.
სოფელ ერისიმედში მიმდინარე სამუშაოებს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
კახეთის რეგიონში, 2012-2024 წლებში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დამატებით 20 140 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობია წყალუზრუნველყოფილი, სარწყავი წყლის მიწოდება 16 285 ჰექტარზე გაუმჯობესდა, დრენირებული მიწის ფართობის რაოდენობა 8 725 ჰექტარია.