Loading data...
SMH-ის თანაორგანიზებით, SBC Summit Tbilisi 2025 რეკორდული დასწრებით დასრულდა — თბილისი რეგიონული iGaming ინდუსტრიის ჰაბია

SBC Summit Tbilisi 2025

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის წამყვანი iGaming და Tech კონფერენცია, SBC Summit Tbilisi 2025, წარმატებით დასრულდა და რეკორდული რაოდენობის მონაწილეს უმასპინძლა. ღონისძიება SMH Global-ის ორგანიზებით, 15–16 ოქტომბერს სასტუმრო Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართა. 44 ქვეყნიდან 2,000-ზე მეტ დელეგატს აერთიანებდა და წინა წელთან შედარებით, 40%-მდე ზრდა დაფიქსირდა.

რიგით მესამე SBC Summit Tbilisi 2025-ის წარმდგენი EGT Georgia და Amusnet-ი იყო. სამიტმა თავი მოუყარა რეგიონალურ და გლობალურ ოპერატორებს, პროვაიდერებს, აფილიატებს, მედიას, რეგულატორებსა და ინვესტორებს, კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თბილისის, როგორც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის iGaming ინდუსტრიის ჰაბად ჩამოყალიბებას.

ღონისძიება გახსნა მსოფლიო ფეხბურთის იტალიელმა ლეგენდამ, ალესანდრო ნესტამ. მსოფლიო ჩემპიონმა და „მილანის“ ლეგენდარულმა მცველმა ისაუბრა სპორტსა და ლიდერობაზე, ასევე კავშირზე სპორტსა და iGaming-ს შორის:

„ჩემთვის ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, ადამიანებს გავუზიარო ინფორმაცია და ცოდნა iGaming-ის შესახებ. თუ შევძლებთ საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობების განათლებას ამ თემაზე, იქნება უკეთესი კონტროლი და პასუხისმგებლიანი მიდგომა“.

2025 წლის სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელოვანება რეგიონისთვის, რადგან დაინტერესების ზრდის ტენდენცია კიდევ უფრო გაიზარდა, მონაწილეობა უკვე 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგატმა მიიღო

კომპანია MegaBetPlus-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ნიკ ლაკონიკომ ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„რეგიონი მთლიანობაში - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო - სულ უფრო ხშირად ხდება საერთაშორისო ყურადღების ცენტრი. მინდოდა, პირადად მენახა, როგორ ვითარდება ეს ბაზარი“.

მისივე თქმით, ღონისძიების ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა იყო მისი ფორმატი:

„პირდაპირი შეხვედრები ბევრად აჩქარებს პროცესებს. ათ-თხუთმეტ წუთიანი დიალოგი გაცილებით მეტს გაძლევს, ვიდრე კვირობით მიმოწერა, უკეთ უგებ პარტნიორს და სწრაფად ხვდები, გსურს თუ არა თანამშრომლობა“.

SBC Summit Tbilisi, როგორც ყოველთვის, გამოირჩეოდა უმაღლესი ხარისხის კონტენტითა და ორგანიზებით

Entain-ის ოპერაციულმა დირექტორმა, დაინის ნიედრამ ღონისძიებას უმაღლესი შეფასება მისცა:

„ყველაფერი შესანიშნავად იყო ორგანიზებული - დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება, პერსონალური მიდგომა, პროფესიონალიზმი. ყოველ წელს უკეთესია - ეს ღონისძიება უკვე ტოპ დონეზეა“.

SBC-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, რასმუს სოიმარკმა აღნიშნა:

„აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ინდუსტრიის ტრანსფორმაცია შთამბეჭდავია და წლევანდელი სამიტი სწორედ ამ ენერგიას ასახავდა. მაღალი დონის გამოფენები, ღრმა დისკუსიები და აქტიური შეთანხმებები - ყოველმა ელემენტმა გადააჭარბა მოლოდინს“.

სამიტის დისკუსიებში 50-ზე მეტმა ექსპერტმა და რეგულატორთა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 50-ზე მეტმა ინდუსტრიის ექსპერტმა, რომლებმაც განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა: ლიდერობა, სპორტული ბეთინგი, iGaming, Gaming-ი, ხელოვნური ინტელექტი, ბეთინგი და ალტერნატიული ბეთინგ ფორმატები.

betlive-ის მარკეტინგის დირექტორმა, გიორგი ნადარაიამ აღნიშნა:

„პანელები იყო გამორჩეულად ინფორმაციული. მომხსენებლები არა მხოლოდ აზრს გამოთქვამდნენ, არამედ დეტალურად უზიარებდნენ ცოდნას აუდიტორიას. ეს იყო განსაკუთრებული სამიტი“.

Sport1 Medien GmbH-ის ყოფილი დირექტორი, მატიას კირშენჰოფერი:

„შთამბეჭდავი იყო დისკუსიების დონე და მონაწილეთა პროფესიონალიზმი. ერთ სივრცეში თავმოყრილი იყო მრავალი გადაწყვეტილების მიმღები და C-Level მენეჯერი“.

წლევანდელი სიახლე და ღონისძიების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი იყო SBC Regulations Summit Tbilisi. სამიტი iGaming რეგულაციების განხილვას დაეთმო. სამიტის წარმდგენი - მსოფლიოს ლიდერი Flutter CEE. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბულგარეთის, სლოვენიის, საქართველოს, ლიეტუვის, ესტონეთის, რუმინეთისა და სომხეთის ბაზრის რეგულატორები. მათ გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და აქტიურად განიხილეს მომავალი შესაძლებლობები.

ნიკა გიგაშვილი, SMH Global-ის თანადამფუძნებელი:

„სექტორის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მისი რეგულაციების საკითხი. რეგულატორების ამოცანა მოსახლეობაზე ზრუნვა და ქვეყნის განვითარებაა, რომელშიც სექტორს საკმაოდ დიდი კონტრიბუციის შეტანა შეუძლია. SBC Regulations Summit Tbilisi-მ რეგიონს უნიკალური პლატფორმა შესთავაზა, სადაც რეგულატორებს აქვთ ინფორმაციის გაცვლისა და ერთმანეთთან დაკავშირების სივრცე. ასევე, ლიცენზირებულ ოპერატორებს ეძლევათ საშუალება, ჩაერთონ აღნიშნულ დისკუსიებში, რადგან მათი სურვილი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა და პროცესებში დახმარებაა. დიდი მადლობა Flutter CEE-ს აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერისთვის, რომელიც მომავალ წელს აუცილებლად გაიზრდება და უკვე 15-ზე მეტი ქვეყნის რეგულატორებს უმასპინძლებს“.

Superbet Romania-ს ბრენდის ხელმძღვანელმა სერგიუ პეტრემ აღნიშნა:

„ოპერატორებსა და რეგულატორებს შორის მუდმივი დიალოგი აუცილებელია - სწორედ ასე ყალიბდება ნდობა და გრძელვადიანი თანამშრომლობა“.

დეინის ნიედრა დასძენს:

„რეგულატორთა აქტიური ჩართვა ხელს უწყობს გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პრაქტიკების დანერგვას და რეგულაციებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის დაცვას“.

ღონისძიების გამოფენების ზონა იყო სამიტის მთავარი სივრცე, სადაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდებს ჰქონდათ შესაძლებლობა, წარედგინათ უახლესი ტექნოლოგიები, სერვისი და პროდუქცია“.

ნიკ ლაკონიკო აღნიშნავს:

„შეხვედრები მრავალფეროვანია - დიდი და მცირე ოპერატორები, პლატფორმების მომწოდებლები, გადახდის სისტემები. შესანიშნავი შესაძლებლობაა გამოცდილების გაზიარებისთვის“.

ნეთვორქინგი - კვლავ სამიტის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო

ღონისძიებაზე მყოფ დელეგატებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეზიარებინათ ცოდნა და საფუძველი ჩაეყარათ ახალი პარტნიორობებისთვის 44 ქვეყნიდან ჩამოსულ კოლეგებთან.

მატიას კირშენჰოფერი აღნიშნავს:

„გუშინდელი საღამოს ღონისძიება განსაკუთრებით მომეწონა - განსხვავებაა შეხვედრის ბიზნესგარემოში და თავისუფალ, არაფორმალურ გარემოში“.

ლაშა მაჭავარიანი, SMH Global-ის დამფუძნებელი:

„საქართველო დღეს არის iGaming ინდუსტრიის ცენტრში, ისევე, როგორც მსოფლიო მედიის ცენტრში. სამიტს დაესწრო მსოფლიოს წამყვანი iGaming ინდუსტრიის ლიდერი კომპანიების წარმომადგენლები, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ამ სექტორის განვითარებასა და საქართველოს რეგიონალურ ჰაბად პოზიციონირებაში iGamig-ისა და სპორტის მიმართულებით. სამიტზე დასწრების რეკორდულმა მაჩვენებელმა ნათლად აჩვენა ინტერესი როგორც სამიტის, ასევე რეგიონის მიმართ. ჩვენ დავიწყეთ მუშაობა იმისთვის, რომ 2026 წელს სამიტი კიდევ უფრო საინტერესოდ და მასშტაბურად დაბრუნდეს“.

SBC Summit Tbilisi 2025

SBC

SMH Global

EGT Georgia

Amusnet

Flutter CEE

Lasha Machavariani