SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
SMH Global-ის დამფუძნებელმა ლაშა მაჭავარიანმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში წარმატებული ორწლიანი მუშაობის შედეგად, SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა.
ნომერ პირველი სპორტული მედია პლატფორმის, La Gazzetta Dello Sport-ის ექსკლუზიური ფრანჩაიზი SMH Global-მა 2024 წელს მოიპოვა და საქართველოში 2024 წლის 31 იანვრიდან ოფიციალურად ჩაეშვა ვებგვერდი LaGazzetta.ge.
2 წლის განმავლობაში La Gazzetta Dello Sport Georgia-მ ქართულ სპორტულ მედია სივრცეში ლიდერის პოზიცია დაიკავა. აღნიშნულ პერიოდში La Gazzetta Dello Sport Georgia - LaGazzetta.ge გიყვებოდათ ექსკლუზიურ ამბებს და ადგილიდან გააშუქა ყველა მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენა, მათ შორის საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი გერმანიიდან და პარიზის ოლიმპიური თამაშები, ასევე La Gazzetta Dello Sport Georgia-ს აუდიტორია რეგულარულად იღებს პირდაპირ ინფორმაციას უშუალოდ ტურნირების მიმდინარეობიდან, მათ შორის იყო UFC-ის ივენთები, საერთაშორისო სარაგბო შეხვედრები და ჩემპიონთა ლიგის მატჩები.
აქტიურად გაშუქდა ზამთრის სპორტის სახეობები, გასულ წელს LaGazzetta.ge ადგილიდან გიყვებოდათ ბაკურიანსა და ბათუმში გამართული ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ.
ასევე, LaGazzetta.ge მხარს უჭერს პარასპორტის განვითარებას, აქტიურად გაშუქდა პარიზის პარალიმპიური თამაშები და სხვა შეჯიბრებები პარაათლეტებს შორის.
SMH Global-ის დამფუძნებლის, ლაშა მაჭავარიანის განცხადებით, La Gazzetta Dello Sport Georgia ქართულ სპორტულ მედია სივრცეში კვლავ გააგრძელებს მაღალი სტანდარტის მედიაპროდუქტის შექმნას:

„მოხარულები ვართ La Gazzetta dello Sport-თან ფრანჩაიზის გაგრძელებით. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მაღალი დონის მედიაპროდუქტის შექმნითა და ყველა მასშტაბური ტურნირის ადგილიდან გაშუქებით ქართულ მედიასივრცეში გამორჩეული ადგილი დავიკავეთ.
მოხარული ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა გაგვეშუქებინა ქართული სპორტის გამორჩეული და ისტორიული მომენტები, მათ შორის ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და პარიზის ოლიმპიური თამაშები, ჩვენს აუდიტორიას ადგილიდან შეეტყო ქართველების ისტორიული გამარჯვებები და პირველს გაეგო ექსკლუზიური ინფორმაცია.წარმატებულმა ორმა წელმა, პროდუქტიულმა მუშაობამ და ორივე, იტალიური და ქართული, მხარის კმაყოფილებამ შესაძლებელი გახადა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, განახლებულიყო ფრანჩაიზი საქართველოზე.
ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას მსოფლიო სპორტული მედიის ლიდერთან და იმედი მაქვს, კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი გამარჯვებების შესახებ მოვუყვებით ჩვენს აუდიტორიას, წინ კი გველოდება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში.2026 წელი დაეთმობა ჩვენ მთავარ მიზანსა და ამოცანას, რომ მაქსიმალურად ვითანამშრომლოთ ყველა ფედერაციასთან იმისათვის, რომ ყველა სპორტულ მიღწევას, პოპულარულ თუ ნაკლებ პოპულარულ სპორტულ სახეობაში, დავუთმოთ დრო და მოხვდეს La Gazzetta dello sport Georgia-ს ვარდისფერ ფურცლებზე და მივიდეს აუდიტორიამდე,” - აღნიშნა ლაშა მაჭავარიანმა.