1773820033
საზოგადოება
სლოვაკეთის ელჩი - მწუხარებას გამოვთქვამ ილია მეორის გარდაცვალების გამო გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს
საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატიუშ ბუსოვსკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ქართველ ხალხს“, – წერს საქართველოში სლოვაკეთის ელჩი მატიუშ ბუსოვსკი.
I am deeply saddened to learn about the passing away of His Holiness and Beatitude Ilia II, Catholicos-Patriarch of All Georgia. I extend my sincere condolences to the Georgian Orthodox Church and the People of Georgia.
— Matus Busovsky (@MatusBusovsky) March 18, 2026