Loading data...
სიონის ტაძარში მეუფე შიო პატრიარქის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისსა და პანაშვიდს აღავლენს

სიონის საპატრიარქო ტაძარში, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, მეუფე შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების მეცხრე და ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისსა და პანაშვიდს აღავლენს.

მსახურებას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წევრები.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

პატრიარქი 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალეს.