Loading data...
შროშა-რიკოთის მონაკვეთზე ავარია მოხდა - დაიღუპა ერთი ადამიანი

შროშა-რიკოთის მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რა დროსაც სატვირთო ავტომობილი ხრამში გადავარდა, მძღოლი კი ადგილზევე დაიღუპა. 

როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

ავტოსაგზაო შემთხვევა 5 ივლისს მოხდა.