1783343048
ეკონომიკა
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6403 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6415 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0147 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0237 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0564 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 7 ივლისს შევა ძალაში.