Loading data...
შემოსავლების სამსახური 150 ვაკანსიაზე სტაჟირების კონკურსს აცხადებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ „საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ახალგაზრდა, პერსპექტიული ადამიანური რესურსის მოზიდვისა და მათი უნარების განვითარების მიზნით, უწყების სტრუქტურულ ერთეულებში (საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი) 150 ვაკანსიაზე ანაზღაურებადი სტაჟირების მისაღები კონკურსი გამოცხადდა. აპლიკანტების საბუთების მიღება, მიმდინარე წლის 13 მარტის ჩათვლით არის შესაძლებელი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

შემოსავლების სამსახურის მიერ, განაცხადი გამოქვეყნებულია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე https://www.hr.gov.ge/

აღნიშნული სტაჟირების ხანგრძლივობის ვადა 3 თვიდან 1 წლამდე გრძელდება და სწავლება მაისის თვეში დაიწყება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს, როგორც უმაღლესი განათლების მქონე პირმა, ასევე ბაკალავრიატის ბოლო კურსის სტუდენტმა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ყველა აპლიკანტს წარმატებას უსურვებს პროფესიულ საქმიანობაში.