შემოქმედებითი კონკურსი „ტყის პატარა მცველი“ იწყება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების I-V კლასების მოსწავლეებს შემოქმედებით კონკურსში „ტყის პატარა მცველი“ მონაწილეობას სთავაზობს. კონკურსის მიზანია ბავშვებში ტყისა და მისი ბინადრების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ბუნებრივი გარემოს დაცვის მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ხელშეწყობა. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება I-V კლასების მოსწავლეებს შეუძლიათ. ნამუშევრები ორ ასაკობრივ ჯგუფში - I-II და III-V კლასებში შეფასდება. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ჟიური 5 გამარჯვებულს გამოავლენს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება 28 სექტემბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
შემოქმედებითი კონკურსი „ტყის პატარა მცველი“ პროექტ ECO.Georgia-ს ფარგლებში ტარდება. პროექტი თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), გერმანიის, შვეიცარიისა და საქართველოს მთავრობების მიერ და ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებებისა და GIZ-ის ერთობლივი ძალისხმევით.
კონკურსის პირობებისა და მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდსა და სოციალურ პლატფორმებზე.