Loading data...
სარჯველაძე პატრიარქზე: სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო, ყველას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე

გულწრფელად, ვუსამძიმრებთ თითოეულ ქართველს, ყველა ამ ქვეყნის გულშემატკივარს, ამ უზარმაზარ დანაკარგს. ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დაახლოებით 21:00 საათზე უწმინდესის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციები სწრაფად დაეცა.

„დღეს, საღამოს დაახლოებით 9 საათზე დაიწყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ფუნქციებმა გაუარესება. ეს ყოველ წუთს მოსალოდნელი იყო. სწორედ ამაში მდგომარეობს ჰემორაგიული არასტაბილურობა, რაზედაც ვსაუბრობდით დასაწყისიდანვე.

სურვილისა და დიდი იმედის გათვალისწინებით, მოხდა ის, რაც არავის გინდოდა და სამწუხაროდ, პროცესები განვითარდა ისე, რომ სწრაფად დაეცა ის სასიცოცხლო მაჩვენებლები, რომელმაც გამოიწვია, საბოლოო ჯამში, ეს დიდი ტრაგედია.

ეს უმძიმესი ტრაგედია, უმძიმესი დანაკარგია. სხვანაირი იქნება ხვალიდან საქართველო, მართლაც ძალიან გაგვიჭირდება ყველას ჩვენი უსაყვარლესი პატრიარქის გარეშე“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.