1795156708
საზოგადოება
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო, ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი მუსტაფა თურქერ არი ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საქართველოს სამძიმარს უცხადებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვხატავ 2026 წლის 19 ნოემბერს ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი აფეთქების შედეგად ადამიანების გარდაცვალების გამო. ვიზიარებ ქართველი ხალხის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მწუხარებაში მყოფ ოჯახებს და ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს“, - ნათქვამია მუსტაფა თურქერ არის სამძიმრის წერილში.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.
მთავრობის განკარგულებით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.