Loading data...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრის ბიძგების სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა შეადგინა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდის აღმოსავლეთით 22 კილომეტრში, სოფელ საღამოსთან იყო.

მიწისძვრა დილის 07:43 საათზე მოხდა.