Loading data...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო, საქართველოში გლოვა გამოცხადდა

საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.