Loading data...
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა, არ იგეგმება გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა

დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციის თანახმად, არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა.

„მედიასივრცეში გავრცელებული ვარაუდებიდან და არაზუსტი ინფორმაციიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ დღეს საქართველოს საპატრიარქოში არ არის დაგეგმილი მღვდელმთავრების რაიმე განსაკუთრებული შეხვედრა. ჩვეულებრივი სამუშაო დღის წესრიგია და არ იგეგმება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების თარიღის განსაზღვრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.