1777875752
უცხოეთი
მოსკოვზე დრონებით იერიშის შედეგად შენობები დაზიანდა
მოსკოვში, მოსფილმის ქუჩაზე შენობას დრონი მოხვდა. დაზიანებულია სახლის წინა მხარე, რამდენიმე ბინაში მინები ჩაიმსხვრა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.
როგორც მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა „ტელეგრამში“ დაწერა, დრონის მოხვედრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ.
როგორც რუსული ტელეგრამ-არხები წერენ, დრონი ელიტურ სახლს, რემენსკის მახლობლად მოხვდა. მათი ცნობით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.