Loading data...
საპატრიარქო: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან არქიმანდრიტ დოროთეს ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“, იგი კვლავ იმეორებდა, რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის ეპარქიის კომისიაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც საპატრიარქოს განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“, იგი კვლავ იმეორებს, რომ კომისიაზე გამოსაცხადებლად თავის პირობებს არ შეცვლის.

„მიუხედავად იმისა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივნისგან, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველისაგან არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) ეცნობა, რომ ტელეკომპანიების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით ეპარქიული კომისია „ვერ და არ გაიმართება“ (25.10.2025), იგი კვლავ იმეორებდა (27.10.2025), რომ კომისიაზე გამოცხადების შესახებ თავის პირობებს ამ მხრივ არ შეცვლიდა.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ეპარქიულ კომისიაზე (29.10.2025) არქიმანდრიტ დოროთეს მიერ მოთხოვნილი ფორმატი არ დაკმაყოფილდება, რადგან ეს არის უპრეცედენტო და დაუშვებელი“, - ნათქვამია განცხადებაში.