Loading data...
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7152 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7241 არი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1610 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1638 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0647 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 28 ოქტომბერს შევა ძალაში.