1762192757
                
            
            
            
                საზოგადოება
            
        საპატრიარქო: მიტროპოლიტ სერაფიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება
        მეუფე სერაფიმეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური პოსტს აქვეყნებს.
„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.