Loading data...
საპატრიარქო: ანგელოზის დღეს - ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს

საქართველოს საპატრიარქო, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ს ანგელოზის დღეს - ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას ულოცავს.

„ანგელოზის დღეს - ღირსი შიო მღვიმელის ხსენებას ვულოცავთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ს, ვუსურვებთ მას დღეგრძელობასა და ღვთის შეწევნას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის მსახურებაში. შეეწიოს ღირსი შიო მღვიმელის მადლი და წყალობა მრავალსა წელსა, მრავალჟამიერ!“ - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.