1779455250
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 22 მაისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6744 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1020 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1043 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა გაუფასურდა, რომლის ღირებულება 0.0585 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 23 მაისს შევა ძალაში.